შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჩუბინიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელი 1907 წელს; 1907 წელს შედის ოდესის სამედიცინო ინსტიტუტში; 1909 წელს გადადის მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელსაც ამთავრებს 1914 წელს. არდადაგებზე თბილისში ჩამოსვლისას, პრაქტიკის მიღების მიზნით, დროებით მუშაობდა თბილისის სასამართლოს სხვადასხვა თანამდებობებზე და საარსებო სახსრების მოპოვების შემდეგ, კვლავ ბრუნდებოდა მოსკოვში; უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ეგრეთ წოდებულ მე-3 სასამართლოს განყოფილებაში (ტურგენევის ქუჩაზე) გამომძიებლად; 1915 წელს საიურისპუდენციო თანამდებობზე დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებს "იურიდიული თანამდებობის კანდიდატის" წოდებას; 1916 წელს მუშაობდა თელავისა და სიღნაღის მაზრის მთავარ გამომძიებლად, ხოლო 1917 წელს მობილიზებული იქნა სამხედრო-სატრანსპორტო განყოფილებაში სამუშოდ; 1918 წელს მუშობა დაიწყო უზენაეს სასამართლოში; 1920 წელს დაინიშნა პროკურორის თანაშემწედ და დაეკისრა საბინაო გარჩევა; 1921 წელს თბილისის მაზრის სასამართლო ევაკუირებული იქნა ქუთაისში, სადაც იგი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა; 1922-1930წწ. მუშობდა საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატის უმაღლესი სასამართლოს პროკურორის თანაშემწის თანამდებობაზე და მართავდა საბინაო საქმეებს; 1930-1932წწ. ქ. თბილისის საბჭოს იურისკონსულტის თანამდებობაზე. წყარო: ელისო ჩუბინიშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |