The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია მამისეიშვილი

მაია მამისეიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1992 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1997 წელს.

1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1992-1993წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სტაჟიორ-მკვლევარი; 1998-2017წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი; 2017 წლიდან ქიმიის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. აკადემიური დოქტორი (2010), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია

  • ქიმია - მიღწევები და პერსპექტივები : აკადემიკოს გივი ცინცაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდიკური კონფერენციის სამეცნიერო შრომების კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ტექ. უნ-ტი, 2019. - 268გვ.. - ISBN: 9789941284205

გააზიარე: