The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდორ ჰორშტელი

თეოდორ ჰორშტელი
დაბადების თარიღი:1829
გარდაცვ. თარიღი:1871  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მიუნხენი, გერმანია.

1846 წლიდან სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1850-იან წლებში თეოდორ ჰორშტელმა იმოგზაურა ესპანეთსა და ალჟირში, იქ შექმნილი ესკიზებით მან მოგვიანებით შექმნა ფერწერული ტილოები, რომელთა გაყიდვის შემდეგ, 1858 წელს კავკასიაში გაემგზავრა. თეოდორ ჰორშელტი 1858-1860 წლებში მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის სამხედრო ექსპედიციაში კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ. იგი დაესწრო შამილის ტყვედ აყვანას. კავკასიაში ყოფნის დროს ხშირად ჩადიოდა და ცხოვრობდა თბილისში. მან კავკასიაში 1860-იან წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების თემაზე მრავალი ნამუშევარი შექმნა. ამასთანავე კახეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში, თუშეთსა და ხევსურეთში მოგზაურობისას შეასრულა გრაფიკულ ნამუშევართა ციკლი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფისა და ტიპაჟების გამოსახულებებით.

წყარო: გერმანელი მხატვრები და ქართული კულტურა / ნინო ჭოღოშვილი. ძველი ხელოვნება დღეს = Ancient art today / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.-თბ., 2017.-N8.-გვ.20-33; XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრები საქართველოში = Deutsche Maler des 19. und 20. Jahrhunderts in Georgien : საქართველოს ეროვნ. მუზეუმის კოლექცია : გამოფენის კატალოგი.-თბ.,2011.-გვ.36-41


გააზიარე: