შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაულ ფონ ფრანკენი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ობერბახემი, გერმანია. სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში. 1842-1845წწ. მისი ნამუშევრები გამოიფინა ბრიუსელსა და ანტვერპენში; 1846 წლიდან ცხოვრობს დრეზდენში და ასწავლის ხატვას; 1850 წელს იქორწინა თავის მოწაფე ჰელენ კიობერზე; 1853 წელს თავისი ნამუშევრები ქ. რიგაში გამოფინა; 1853 წელს იგი რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მრჩევლის ვლადიმერ სოლოგუბის დაკვეთით, კავკასიაში წარმოებული ბრძოლების აღსაბეჭდად, მეუღლესთან ერთად პეტერბურგის გავლით კავკასიაში გაემგზავრა და თბილისში დასახლდა; მათ იმოგზაურეს სამხრეთ კავკასიაში; 1861 წელს იგი ტოვებს თბილისს მეუღლის გარეშე და ბრუნდება გერმანიაში, ცხოვრობს გოდესბერგსა და დიუსელდორფში; 1884 წელს ავადმყოფი მხატვრის თხოვნით, მისი მეუღლე თბილისიდან დიუსელდორფში ჩადის, სდაც იგი მხატვრის გარდაცვალებამდე დარჩა; მხატვის გარდაცვალების შემდეგ ჰელენ კიობერ-ფრანკენი თბილისში დაბრუნდა და ჩამოიტანი ფრანკენის კავკასიის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, ბევრი მათგანი დღესაც ინახება კერძო და სახელმწიფო კოლექციებში; საქართველოში გატარებული წლები ფრანკენის შემოქმედებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა; იგი ხშირად მოგზაურობდა კავკასიის სხვადასხვა მხარეში, რამაც მეტად გაუღვივა ინტერესი კავკასიელთა ყოფისა და ადათ-წესებისადმი; სახელოვნებათმცოდნეო ლიტერატურაში პაულ ფონ ფრანკენი მოიხსენიება "კავკასიის მხატვრად". მას ასახული აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, თბილისის ხედები, კავკასიელთა ტიპები, შესრულებული აქვს ეთნოგრაფიული სურათები. გერმანელი მხატვარი. წყარო: გერმანელი მხატვრები და ქართული კულტურა / ნინო ჭოღოშვილი. ძველი ხელოვნება დღეს = Ancient art today / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.-თბილისი,2017.-N8.-გვ.-20-33; XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრები საქართველოში = Deutsche Maler des 19. und 20. Jahrhunderts in Georgien : საქართველოს ეროვნ. მუზეუმის კოლექცია : გამოფენის კატალოგი.-თბ.,2011.-გვ.29-31
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |