The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაქს კარლ ტილკე

დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1869
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1942  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი, მხატვარი

ბიოგრაფია

ედაბადების ადგილი: ქ. ბრესლაუ, გერმანია.

ის იყო ცნობილი გერმანელი მხატვარი და ეთნოგრაფი, რომელმაც შექმნა მრავალი ეთნოგრაფული ჩანახატი, როდესაც შემოიარა აფრიკა, აზია და აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის იყო ჩამოსული კავკასიაში და შექმნა კავკასიელ ხალხთა აღმწერი ეთნოგრაფიული ჩანახატები და შემოგვინახა როგორ ეცვა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მე-20 საუკუნის დასაწყისში. კავკასიაში ტილკემ 1912-1913 წლებში იმოგზაურა და შემოიარა საქართველოს ყველა კუთხე, შემდეგ კი კავკასიის სხვა მხარეები. მის მიერ შესრულებულია კავკასიის ხალხთა 83 ნახატი, ეს ნამუშევრები დღეს დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში.

წყარო: გერმანელი მხატვრები და ქართული კულტურა / ნინო ჭოღოშვილი. ძველი ხელოვნება დღეს = Ancient art today / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.-თბ.,2017.-N8.-გვ.20-33; XIX-XX საუკუნეების გერმანელი მხატვრები საქართველოში = Deutsche Maler des 19. und 20. Jahrhunderts in Georgien : საქართველოს ეროვნ. მუზეუმის კოლექცია : გამოფენის კატალოგი.-თბ.,2011.-გვ. 107-109



გააზიარე: