შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ოზურგეთის ჰუმანიტარული სასწავლებლი 1922 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მახარაძის თეატრის მსახიობია; შემდგომ წლებში მუშაობდა ბათუმისა და ოზურგეთის თეატრებში; 1927 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის სტუდიაში, 1929 წელს რუსთაველის თეატრში მუშაობის პარალელურად სწავლა განაგრძო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში; იქვე ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს; 1932-1937 წლებში მუშაობდა საქართველოს მიწსახკომის კადრების მომზადების განყოფილების ინსპექტორად; 1937 წელს სანკულტურის თეატრის მსახიობია; აკ. ღლონტის მიერ სხვადასხვა წლებში განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ვანო (პ. ირეთელის "დამარცხებულნი"), ლეონ ბერგი (ი. ეკალაძის "N 21 ჯვრით"), პრისტავი (მ. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), დადია (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), ბეჟიკო (გრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა"), როდერიგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), გაიზი (ვ. გუნიას "და-ძმა"), დიმიტრი ბუაჩიძე (ვ. გაბესკირიას "სამი მეგობარი"), ივანოვი (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), ქვაჩი ბირკაია (გრ. ბერძენიშვილის "ოქროს ვერძი"), სულეიმანი (უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ ალან"), ონოფრე (ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.91 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |