შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ლაზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ჩაის ტექნოლოგის სპეციალობით 1948 წელს; ასპირანტურა დაასრულა 1953 წელს. 1953 წლიდან მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1962 წლიდან საქართველოს კვების მრეწვ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორად; 1974–1976წწ. ჩაის ფაბრიკების საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1981 წლიდან იყო სუბტროპიკული ნედლეულის შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მან შეისწავლა ჩაის უხეში ფოთლის ქიმიური თვისებები და მისგან ლაო-ჩაის დამზადების ტექნოლოგია; შეიმუშავა სრულიად ახალი კომპლექსური ტექნოლოგია როგორც მწვანე, ისე შავი ჩაისათვის. თანაავტორებთან ერთად დაამუშავა ციტრუსოვანთა წვენების წარმოების ნარჩენებისგან ვიტამინ P-ს პრეპარატის მიღების ტექნოლოგია, რომლის საფუძველზე აღნიშნული პრეპარატის საწარმოებლად შეიქმნა სპეციალიზებული საამქრო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში. მიღებული აქვს მრავალი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მინიჭებული ჰქონდა აჭარის დამსახურებული ინჟინრისა და გამომგონებლის საპატიო წოდებები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (2002), ტექნოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |