შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა. 1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე: 1980-1991წწ. ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1996-1999წწ. მოწვეული პედაგოგი საათობრივი ანაზღაურებით; 2006-2009წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2007-2009წწ. სილიკატების ტექნოლოგიის კათედრა, მოწვეული მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურებით; 2009-2019წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2011 წლიდან ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2015-2019წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი საათობრივი ანაზღაურებით; 2019-2021წწ. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან პროფესორი. არის ,"ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების", ,"ქიმიის", გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის", ,"ფარმაციის" და "სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის" დეპარტამენტების სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დარგობრივი კომისიის წევრი. გამოცემული აქვს 1 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო, 6 დამხმარე სახელმძღვანელო. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2019). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |