შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ლასარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით 1952 წელს. 1952–1953წწ. მუშაობდა "საქსახპროექტში"; 1953–1957წწ. 'საქკომუნპროექტში"; 1957–1969წწ. "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1969 წლიდან –"გიპროკინოს" თბილისის კომპლექსურ განყოფილებაში; 1966–2012წწ. შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ინტერიერის კათედრაზე; ნამუშევრები: თელავში – სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის კომპლექსი (1967), თბილისში – ს.-ს. ორბელიანის ძეგლი (1959, მოქანდაკე ტ. სიხარულიძე), 110- ბინიანი საცხოვრებელი სახლი (1959, ავტორთა ჯგუფთან ერთად), სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი კორპუსი (1969), ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის კომპლექსი (1973, არქიტ. დ. ჯაფარიძესთან ერთად) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.295 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |