Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ლაშხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1983–1990წწ. იყო ნ. კახიანის სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგი; 1991–1996წწ. მუშაობდა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრი) კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში. 1991, 1995, 1997, 2010 წლებში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალიზაციის განხრით გაიარა სტაჟირება ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს კლინიკის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებას. მისი სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები ეძღვნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რადიოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; თოდუას კლინიკა: toduaclinic.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.310 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |