The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლე დანტიუ

მიხეილ ლე დანტიუ
სხვა სახელი:მიშელ ლე დანტიუ
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1891
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1917  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიჟოვო, ტულის გუბერნია.

1914–1918წწ. რუსი ფუტურისტების ლიტერატურულ-მხატვრული ჯგუფის – "ბესკროვნოე უბიისტვოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. I მსოფლიო ომის მონაწილე. 1912 წელს მან მიიღო მეგობრის, კ. ზდანევიჩის ოჯახის მოწვევა და მასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. იგი ნახევარი წლის განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოში და ბევრს ხატავდა. თბილისში კ. ზდანევიჩთან ერთად ერთ-ერთ დუქანში აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანის სურათები. მან შეიძინა ერთი მათგანი და აქტიურად დაიწყო სხვა ნამუშევრების ძებნა და შეგროვება. ამრიგად, იგი პირველი პროფესიონალი მხატვარია, რომელმაც ყურადღება მიაქცია და სათანადოდ შეაფასა ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, როგორც უნიკალური მხატვრული მოვლენა. ფიროსმანმა გარკვეულწილად გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან მოაწყო თავისი "ქართული ციკლის" და ასევე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა. მხატვარ-ავანგარდისტი, ადრეული რუსული ავანგარდის თეორეტიკოსი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.318


გააზიარე: