შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბექა ცირეკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 2010 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე. 2008 წლიდან დაიწყო თავისუფალ თეატრში სპექტაკლების ფოტოების გადაღება, ამავდროულად სხვადასხვა თეატრებშიც; აქტიურად იღებდა სპექტაკლების ფოტოებს, კონცერტებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს და ა.შ.; იგი მოქმედი ფოტოგრაფია, მუშაობს ყველა ჟანრში; მის ფოტოარქივში ინახება ძალიან ბევრი სპექტაკლი, ქართველი მსახიობების და საზოგადო მოღვაწეების პორტრეტები; საქართველოს ოქროს ფონდს შემორჩა მის მიერ გადაღებული ლეილა აბაშიძის, მედეა ჩახავას, გია ყანჩელის, გურამ საღარაძისა და სხვა გამოჩენილი ხელოვანის პორტრეტი. წყარო: ნინო ლოსაბერიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |