The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე ფიფია

სალომე ფიფია
Date of birth:21 August, 1988  (36 years)
Category:Scientist, Educator, Political Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფლიქტოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა - 2022 წელს. 

2010-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, უფროსი სპეციალისტი; 2012-2016წწ. - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2015-2016წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2016-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი; 2016-2021წწ. - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდან - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, განათლების პროექტების განყოფილება, პროექტის ეროვნული ექსპერტი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი; 2022 წელს - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტი "მმართველობის რეფორმის ფონდი", ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი; 2022 წლიდან - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროექტის მენეჯერი. სამეცნიერო ინტერესები: ევროკავშირი, საერთაშორისო კონფლიქტები, მშვიდობის მშენებლობა, მედიაცია. საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

Bibliography


Share: