The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა წიკლაური

ლელა წიკლაური
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია - იურისტი, 1996 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები - 2023 წელს.

1992-1995წწ. - თბილისის გლდანის რაიონის სასამართლო, კანცელარია, მდივანი; 1995-1998წწ. - გუდაუთის რაიონის სასამართლო, ტექნიკური მუშაკი, სხდომის მდივანი; 1998-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგია, გლდანის რაიონის ადვოკატურა, ადვოკატი; 2005 წლიდან - სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", ადვოკატი; 2007-2008წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სამართლის დეპარტამენტი, მოწვეული მასწავლებელი; 2011-2012წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სამართლის დეპარტამენტი, მოწვეული მასწავლებელი; 2012-2019წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშოორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართლის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი. მისი სალექციო კურსებია: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში. სამეცნიერო ინტერესები: საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ხალხთა თვითგამორკვევის პრობლემები, სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი), სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი), ლიბერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში, პროფესიული ეთიკა, სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი). მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებშიმუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: