Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჰამბურგი. იკვლევდა ურარტულ წერილობით წყაროებს, ამ მიზნით 1898-1899წწ. გაემგზავრა ექსპედიციით სომხეთში, შემდეგ სტუმრობდა თბილისს, სადაც ა. ლაისტის მეშვეობით გაიცნო ი. ჭავჭავაძე, რომელსაც თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი საგურამოში ეწვია. კავკასიის მუზეუმში შეხვდა გუსტავ რადეს და საშუალება მიეცა მუზეუმში დაცულ ურარტულ წერილობით ძეგლებზე ემუშავა. 1901–1936წწ. იყო ანტიკური ისტორიის ჟურნალის "Klio. Beitrage zur alten Geschichte"-ის რედაქტორი. მას გამოთქმული აქვს მოსაზრება ქართების (იბერების) წარმომავლობის შესახებ. იგი თვლიდა, რომ ქართები ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად საქართველოში გადმოსახლებული კარდუხებისა და მცირე აზიიდან კიმერიელთა მიერ აყრილი მესხების (მუშქები) შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ. თვითონ მუშქები (მოსხები, მესხები) კი მას "ფრიგიის ადგილობრივ მოსახლეობად" მიაჩნდა, სადაც ფრიგიელები წარმოადგენენ "მცირერიცხოვან მმართველ ინდოევროპულ ფენას". 2018 წლიდან მოქმედებს ილიას სახელმწიფო და გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის (გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი ლემან-ჰაუპტი კარლ ფერდინანდ ფრიდრიხის სახელობის ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო სკოლა. გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი, სამართლის დოქტორი (1883), ანტიკური ისტორიის დოქტორი (1886). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |