შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტომას ლემზდენი![]()
ბიოგრაფიასავარაუდოდ მსახურობდა მირუთში, დელის ახლოს. მან ბიძაშვილთან, ორიენტალისტ მათიუ ლემზდენთან (1777–1835) და მეგობართან, ლეიტენანტ ა. კამერონთან ერთად ირანისა და კავკასიის გავლით იმოგზაურა ინგლისში. მოგზაურობა დაიწყეს 1819 წლის 3 ოქტომბერს და შირაზის, ისპაჰანისა და თავრიზის (1820 წ. 25 ივნ.) გავლით 5 ივლისს ჩავიდნენ ნახჩევანში, შემდეგ ერევანში (11–15 ივლ.), თბილისში (27–31 ივლ.), საქართველოს სამხედრო გზით – ვლადიკავკაზში (6 აგვ.), მოზდოკში (10 აგვ.) და ა. შ., 1820 წლის 31 ოქტომბერს კი – ლონდონში. მოგზაურობის დროს, რიცხვებისა და დღეების მიხედვით აწარმოებდა საგზაო დავთარს, სადაც მოცემულია მწირი ცნობები კავკასიის შესახებ. მისი მთავარი ღირებულებაა გავლილი გზის ზუსტი სამარშრუტო მონაცემები. დავთარს დართული აქვს ფერადი რუკა, რომელზეც დატანილია ავტორის მიერ აბერდინამდე (შოტლანდია) გავლილი მარშრუტი. ბენგალის ცხენოსანთა არტილერიის ლეიტენანტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.332
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |