The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ლემონჯავა

დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1993  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზუმი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს.

1926-1927წწ. იყო სოფელ ზუმის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი; 1927 წლის 16 აპრილს ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს; სასჯელს იხდიდა წალენჯიხის, ზუგდიდის, თბილისის ციხეებში, შემდეგ სამი წლით გადაასახლეს პერმის (რუსეთი) ბანაკში. გათავისუფლებისა და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1940 წელს იქვე მუშაობდა ლექტორად, იკვლევდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კლასობრივი ბრძოლის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.332

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: