Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ლემონჯავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1928 წელს (პედაგოგები - გ. გაბაშვილი, ე. ლანსერე). მონაწილეობდა გამოფენებში, მათ შორის საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა ასოციაციის ("სარმა") გამოფენაში (1930, თბილისი), სადაც წარმოდგენილი იყო მისი ნახატები – "დემონსტრაციის დარბევა" და "არსენ ჯორჯიაშვილი". მოღვაწეობდა გრაფიკის დარგშიც, კერძოდ, შექმნა ს.-ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" ილუსტრაციების სერია (1957–1958, აკვარელი). მისი ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.332 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |