შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ დაუთაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2022 წელს. 2002-2004წწ. - ადამიანის უფლებათა დაცვა სამართლიანობის აღდგენისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ადვოკატი; 2003-2009წწ. - ნიჭიერთა კერძო სკოლა-აკადემია, მასწავლებელი; 2003-2005წწ. - შპს კულტურული და სულიერი აღორძინების ცენტრი "ლაზარე", იურისტი; 2004-2005წწ. - ადამიანის უფლებათა დაცვა სამართლიანობის აღდგენისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია, საადვოკატო სამსახურის უფროსი; 2004-2009წწ. - შპს სარა ჯენერალ მოტორსი, იურისტი; 2009-2019წწ. - შპს ადჯპტენ გრუპ, იურისტი; 2009-2010წწ. - სსიპ გადამზადების ცენტრი "სპექტრი", იურისტი; 2010-2014წწ. - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდი, იურისტი; 2014-2016წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2015-2017წწ. - უფროსი მასწავლებელი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი. სამეცნიერო ინტერესები: შესავალი სამოქალაქო სამართალში, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |