შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახლანდელი ახალციხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1978 წელს; სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები 1984 წელს. 1983–1994წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994–1996წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; 1996–1998წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში; 1998 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი; ბრიგადის გენერალი (2003). 2004 წლიდან თადარიგშია. 2019 წელს არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ტაბულა: tabula.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.343
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |