The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შორენა ცინცაძე

შორენა ცინცაძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1992  (33 წლის)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2016 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიკაციით 2023 წელს.

2012-2014წწ. - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მშრომელთა კონსულტაციებისა და მხარდაჭერის რუსთავის ცენტრი, იურიდიული სამსახური, იურისტი; 2012-2013წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატის თანაშემწე; 2015-2016წწ. - ქ. რუსთავის მუნიციალიტეტის მერია, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, მთავარი სპეციალისტი, იურისტი; 2016-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2020-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ასისტენტი; 2023 წლიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადა, მთავარი იურისტი. სამეცნიერო ინტერესები: საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge


გააზიარე: