The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა ნიჟარაძე

ირინა ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს.

1980 წელს ალ. ახმეტელის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. მის მიერ შსრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეზღვაური ქალი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), პეპელა (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), დინა ვაჩნაძე (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"), ვალიდა (ო. ჩხეიძის "ერთი მერცხლის ჭიკჭიკი"), ნელი (ი. სამსონაძის "შუაღამისას"), ლუცინდა (მოლიერის "ძალად ექიმი"), მარეხი (ლ. თაბუკაშვილის "ტაძარი"), თამარ მეფე, ნატაშა (გ. ბათიაშვილის "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" და "1832 წელი"), პიერეტა (რ. ტომას "სასიკვდილო განაჩენი"), ელიზენდა (პ. კაკაბაძის "დემეტრე მეორე"), ია, ლამზირა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "გამოქვაბული"), ანიკო (ო. ბაღათურიას "მეფე ლირი თავშესაფარში") და სხვა. ი. ნიჟარაძე მონაწილეობდა ტელეფილმებში: "დაწინაურება", "ყავა და ლუდი".

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.92


გააზიარე: