Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ბათუმის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი; თბილისის პროლეტკულტურის დრამატულ სტუდია 1928 წელს. 1933 წელს მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში, 1934 წელს კი სიცოცხლის ბოლომდე იგი მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო; ქართულ სცენაზე განხორციელებული აქვს 120-მდე როლი, აგრეთვე, მნიშვნელოვანი რაოდენობის ეპიზოდური სახეები, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ: მსახური (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!"), სიმონიკა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), პოლიციელი (მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი"), ვატა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ანდუყაფარი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), მარკიზ დე სანტა კრეცი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ნიკიტა სარკინი (ა. სამსონიას "ბაგრატიონი"), გრომოვი (მ. ჭიაურელის, ლ. ასათიანის "1917 წელი"), ილარიონი, ელჩი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), პასტორი (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ვან ებდენი (კ. გუცკოვის "ურიელ ა კოსტა"), ბაზილიო (კ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სპირიდონი (ჯ. ქარჩხაძის "დევიძეების ოჯაქხი"), შაქრო (გ. ხუხაშვილის "გზები"), და სხვა; გადაღებულია ფილმებში: "მანანა", "ჭიაკოკონა", "ეთერის სიმღერა", "მაია წყნეთელი", კარდაკარ". თეატრისა და კინოს მსახიობი წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.93; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |