შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1967 წელს. მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: მესხეთის (1967-1981), მინიატურების (1981- 1982); 1982 წლიდან საცირკო და საესტრადო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგია; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პატარძალი (ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი"), გულთამზე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ამალია (შილერის "ყაჩაღები"), ბიანკა (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება"), აგსანტა (ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), ლია, ნუნუ (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე" და "თეთრი ბაირაღები"), მარგარიტა (ო. თუმანიანის "პატიოსნებისთვის"), ხათუნი (ო. ჩხეიძის "გიორგი"), რუქაია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), მაშიკო (რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), ბაბალე (აკ. წერეთლის "ბუტიაობა"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ეკა (ო. ჭილაძის " დავიწყებული ამბავი"), ეკა (აკ. გეწაძის "პაემანი ცაში"), ლალო (ბერიშვილის "მეხდაცემული კაკალი"), ნინიკო (ლ. თაბუკაშვილის "დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), ვერაჩკა (ბრაგინსკი - რიაზანოვის "სიყვარული და სტატისტიკა"), რუსუდანი (გ. იაქაშვილის "პრემია"), ლელა (ა. სულაკაურის "სალამურა"), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მარეხი, დალი (ო. იოსელიანის "შვიდი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "მოჯადოებული მწვერვალი"), ანა (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), ცირა (ა. ჩხაიძის "თავისუფალი თემა"), ელენე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), გულნაზი (გ. პაპიაშვილის "ფერფლიდან აღმდგარნი"), დალი (რ. ტომას "რვა მოსიყვარულე ქალი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.94 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |