შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა სუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1966-1971 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1982 წლიდან მუშაობდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სოციალური ფსიქოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო 1981 წლიდან როგორც ლექტორი, ასწავლიდა სხვადასხვა კურსებს: სოციალური კოგნიცია, კვლევის მეთოდები, ინტერპერსონალური ურთიერთობები, გარემოს ფსიქოლოგია და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია; 1993 წლიდან იყო ლეიდენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 1999 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "სოციალური ქსელი: მოზრდილი ქალების და კაცების მეგობრობა" და ლეიდენის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა; 2005-2011 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან პროფესორი; ხელმძღვანელობდა სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას და დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულების განვითარებასა და ფსიქოლოგების თაობების აღზრდაში; მისი კვლევები ეხებოდა სოციალური ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების საკითხებს, ასევე, სოციალური პრობლემების ფართო სპექტრს და მიმართული იყო სოციალური ჯგუფების საჭიროებების კვლევასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მათ შორის იყვნენ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები, უმუშევარი პირები, ხანდაზმულები, ეროვნული უმცირესობები, ე. წ. თურქი მესხები, მიგრანტები და სხვ. მისი კვლევების საფუძველზე არაერთი სოციალური პროგრამა განხორციელდა, რამაც დიდი როლი შეასრულა სოციალური პრობლემების შემცირებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის ლონგინოზ სუმბაძის შვილი. სოციალური ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |