The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია როყვა

გია როყვა
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-კონსტრუქტორის (დიზაინერი) კვალიფიკაციით 1979 წელს; დოქტურანტურა 2012 წელს.

1979-1981წწ. ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი, განყოფილება N4, მხატვარ-კონსტრუქტორი; 1981-1982წწ. ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი, განყოფილება N4, მხატვარ-კონსტრუქტორი; 1982 წელს - ინდივიდუალური შეკვეთის ავეჯის ფაბრიკა, მხატვრული კონსტრუირების განყოფილება, მხატვარი; 1982-1989წწ. მოსკოვის სპეციალური სამხატვრო საკონსტრუქტორო ბიუროს თბილისის ფილიალ, განყოფილება N4, სექტორის უფროსი; 1989-1990წწ. საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო "ხომლი", დიზაინის ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსი; 1990 წელს - საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო "ხომლი", დიზაინის ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსი; 1991-1995წწ. მცირე საწარმო "როიტიხ-ცენტრი", დიზაინის განყოფილება, განყოფილების უფროსი; 1995 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1995-2009წწ. დიზაინის კათედრა, ასისტენტი, ასიტენტ-პროფესორი; 2009-2013წწ. არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის (ურბანისტიკის) დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2021წწ. დიზაინისა და არქიტექტურათმცოდნეობის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2021 წლიდან არქიტექტურის და გარემოს დიზაინის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არქიტექტურის აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2006), მხატვარ-დიზაინერი.

სადოქტორო დისერტაცია თემა - "მინის ფორმაწარმომქმნელი როლი არქიტექტურაში - ტრადიცია და თანამედროვე ტენდენციები", დაიცვა 2012 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი
  • სსრკ დიზაინერთა კავშირი, წევრი

გააზიარე: