Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია სურგულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. სპი-ს ახლადშექმნილი "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1974-1976წწ. ამავე კათედრის ასპირანტი (მეცნიერ ხელმძღვანელი პროფ. გოჩა ჩოგოვაძე); 1974-1975წწ. გერმანიის მაგდებურგის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-სტაჟიორი გამოთვლითი ტექნიკის და მონაცემთა დამუშავების ფაკულტეტზე; 1976-1983წწ. სპი-ს მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დარგობრივი სამეცნიერო ლაბორატორის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1980 წელს დაიცვა დისერტაცია პეტერბურგის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზაციის სამეცნიერო საბჭოზე, თემა - "მონაცემთა რელაციური ბაზების სტრუქტურის აგება მართვის საინფორმაციო სისტემისთვის"; 1983-1989წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროცესის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი; 1990 წლიდან სტუ-ის მეცნიერ-დოქტორანტი; 1993 წლის აპრილში იცავს დისერტაციას ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე - "ავტომატიზებული სამუშაო ადგილების ქსელის დაპროექტების ტექნოლოგია საწარმოო გაერთიანებისათვის"; 1995 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 2007 წლიდან "მართვის ავტომატიზებული სისტემების" მიმართულების ხელმძღვანელია, 2016 წლიდან კი "პროგრამული ინჟინერიის" დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან დააფუძნა სტუ-ის საერთაშორისო შრომების კრებული "მართვის ავტომატიზებული სისტემები" და დღემდე არის მისი პასუხისმგებელი რედაქტორი; 2010 წლიდან არის სტუ-ის "IT კონსალტინგის სამეცნიერო ცენტრის" უფროსი. სამეცნიერო ინტერესის სფერო: ინფორმატიკის (კომპიუტინგის) და კომპიუტერული მეცნიერების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების იმპორტი აშშ-ისა და ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებიდან, მართვის საინფორმაციო სისტემების აგებისა და განვითარების მეთოდოლოგიების შემუშავება, საქართველოში საინჟინრო და სამეცნიერო ახალგაზრდა კადრების მომზადება, ქართულენოვანი ლიტერატურული ბაზის შექმნა ინფორმატიკის (ციფრული ტექნოლოგიების) სფეროში; არის 400-ზე მეტი სამეცნიერო-პედაგოგიური შრომის ავტორი. კერძოდ, 1983-2024 წწ. გამოაქვეყნა 100-ზე მეტი წიგნი: 27 მონოგრაფია, 23 სახელმძღვანელო, 52 დამხმარე და მეთოდური სახელმძღვანელო. 40-ზე მეტი დაცული სადოქტორო დისერტაციის და მრავალი მაგისტრის მეცნიერ ხელმძღვანელი (ICT სფეროში). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |