The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ლორთქიფანიძე

მანანა ლორთქიფანიძე
Date of birth:1935
Date of death:1996  (at 61 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

მანანა ლორთქიფანიძის კვლევებმა საქართველოსა და კავკასიის გეოლოგიაში გეოდინამიკური ვულკანოლოგიის მიმართულებით მრავალი პრობლემა გადაწყვიტა. მისმა შრომებმა დიდი წვლილი შეიტანა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის გეოლოგიური აგებულების და ევოლუციის საკვანძო საკითხების გაშუქებაში. მანანა ლორთქიფანიძე აღიარებული იყო შუა აღმოსავლეთის, ევროპულ და ამერიკულ გეოლოგიურ სკოლებში, მათ შორის პიერ და მარი კიურის სახელობის პარიზის, კოლუმბიის (აშშ), ბარსელონის, სტამბულის, ყოფილი სსრკ-ს და სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. მანანა ლორთქიფანიძის კვლევები მრავალ საერთაშორისო რუსულ და ქართულ გამოცემებში გამოქვეყნდა: "Evolution of an Active Continental Margin as Exemplified by the Alpine History of the Caucasus" (co-authors: Sh. Adamia and G. Zakariadze), Tectonophysics, 40, 1977; "Tectonics of the Caucasus and Adjoining Regions: Implications for the Evolution of the Tethys Ocean" (co-authors: Sh. Adamia, T. Chkhotua, I. Shavishvili, G. Zakariadze) Journal of Structural Geology, London, volume 3, № 4, 1981; "Mesozoic-Cenozoic Magmatic Evolution of the Pontian-Crimean-Caucasian Region" (co-authors: B. Meliksetian, R. Djarbashian) Mémoire de la Sociéte Geologique de France, nouvelle séries, 154 (II), 1988, Paris. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის – გლობალური ტექტონიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საერთაშორისო მასშტაბით, მისი დამნერგავი და გამავრცელებელი როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირში და მის გარეთ.

წყარო: Scientist Women – მეცნიერი ქალი: geowomen.wordpress.com


Share: