შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკა აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 2010 წელს; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მაგისტრატურა 2017 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების კვალიფიკაციით 2023 წელს. 2009-2017წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, იურისტი, სამართლის კურსების კოორდინატორი; 2016-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სამართლის კლინიკის ხელმძღვანელი; 2019-2020წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით", იურისტი; 2019 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ექსპერტთა კორპუსი, აკრედიტაციის ექსპერტი; 2021 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საკოორდინაციო საბჭოს წევრი. სამეცნიერო ინტერესები: განათლების უფლება, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, სამშვიდობო პოლიტიკა. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუშაობს სამეცნიერო ნაშრომებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |