The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე (მღვდელ-მონაზონი)

იოანე
ოფიციალური სახელი:იოანე გოგუა
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1959
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

1897 წლის 7 ოქტომბერს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში მორჩილად განამწესეს. XX საუკუნის დასაწყისში ჯუმათის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გერასიმემ (დარჩია) იგი იოანეს სახელით ბერად აღკვეცა. მას მალევე დაასხეს ხელი დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში კომუნისტებმა დაარბიეს ჯუმათის მონასტერი და იქ მყოფი ბერებიდან ზოგი დახვრიტეს, ზოგიც დაიჭირეს. მათ მხოლოდ მამა იოანე გადაურჩა, რომელიც იქვე დასახლდა და მიტოვებულ მონასტერს შეძლებისდაგვარად აქცევდა ყურადღებას. 
1943 წელს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიმართ გაგზავნილ მოხსენებით ბარათში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ჩამოთვლის გურიაში "ჩარჩენილ" მღვდლებს, რომლებსაც არ დაუნებებიათ თავი ღვთისმსახურებისათვის, ამ სიაში მოხსენიებულია მღვდელმონაზონი იოანეც (გოგუა). მონასტრიდან გამოდევნილი მამა იოანე კვლავ განაგრძობდა ქრისტიანული წესების შესრულებას. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა მამა იოანესთან (მათ შორის – ათეისტებშიც ბევრნი იყვნენ), განსაკუთრებული მოწიწება, რიდი, პატივისცემა ჰქონდათ ბერის თავდადებული რწმენისა და პატიოსნებისადმი. 80 წელს გადაცილებული მოხუცი მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე 1959 წლის ზამთარში გარდაიცვალა.
წყარო: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა / გ. მაჩურიშვილი; ლ. ტოგონიძე.-თბ., 2012. გვ.-273-276

გააზიარე: