Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი გოროზია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სერგეი გოროზია იზრდებოდა გალში, სოფელ საბერიოში. 2008 წლის იანვრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში. კაპრალი სერგეი გოროზია 2008 წლის 7 აგვისტოდან მივლინებული იყო ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შესასრულებლად. 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან სერგეი გოროზია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა მოწინააღმდეგესთან პოზიციურ ბრძოლებში. დახლოებით 13:00 საათზე, მოწინააღმდეგის მხრიდან ავიაციის მიერ მოხდა მათი საბრძოლო პოზიციების დაბომბვა, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევით სერგეი გოროზია ადგილზე გარდაიცვალა. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.11-13 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |