Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგა აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. 1985 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მეორე კურსიდან მსახურობდა ჯარში. გ. აბრამიშვილისთვის აგვისტოს ომი პირველი არ იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში ჩააბარა ქირურგიის განხრით, მუშაობდა ქირურგად ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს, სადაც საველე სამედიცინო ბატალიონის უფროსი იყო. მუშაობდა ასევე ეუთოში. 2008 წლიდან იყო გორის ჰოსპიტალში ტრავმატოლოგი. მან ევაკუაციის პირობებშიც კი არ მიატოვა გორის ჰოსპიტალი, იგი 11 აგვისტოს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. მას ომში იარაღით არ უბრძოლია, მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა. გორის სამხედრო ჰოსპიტალი და სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილმა ბავშვობა გაატარა, მისი სახელობისაა. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.21-22
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |