შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა რომელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი. ქ. ცხინვალი. ბავშვობა გორში, დევნილობაში გაატარა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გელა რომელაშვილი 2004 წელს ჩაირიცხა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის ჯავშანსატანკო ბატალიონის ოცეულის მემიზნე იყო. 2008 წლის დეკემბრის ბოლომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ 25 დეკემბერს გახდა ცნობილი დნმ-ის ანალიზი და გაირკვა რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო ათი ჯარისკაცის ცხედრიდან, ერთ-ერთი, გელა რომელაშვილის იყო. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა მისი ძმაც გია რომელაშვილიც, 2011 წელს, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ძმები რომელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა, 2016 წელს, კი გორის ერთ-ერთ ქუჩას, მათი სახელი მიენიჭა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.37-38 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |