შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგა ოთხოზორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი (კონტროლი, აღრიცხვა, აუდიტის განხრით) 2007 წელს. 2007 წლიდან მუშაობდა ბანკ "კრედოში" კრედიტ-ოფიცრად. 2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზურია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. საზღვარზე, ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ (რაშიდ კანჟი-ოღლი) სასიკვდილოდ დაიჭრა და ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. 2023 წლის 19 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელსაც კომპენსაციის სახით 130 000 ევრო აქვს გადასახდელი. 2016 წელს მოკლული ოთხოზირიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |