The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჭოჭუა

ლევან ჭოჭუა
Date of birth:1985
Date of death:August, 2008  (at 23 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

სწავლობდა მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტი, ორი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და თბილისში ტექნიკურ უნივერსიტეტში, განაგრძო სწავლა; დაამთავრა ბაკალავრიატი, შემდეგ ჩააბარა მაგისტრატურაში.

ლევან ჭოჭუა დოქტორანტურაში ჩასაბარებლადაც ემზადებოდა, "ტრანსპორტში"  სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებდა. მუშაობდა საქართველოს ბანკის დიდუბის ფილიალში მუშაობდა მიკროდაფინანსების საკრედიტო ექსპერტად. ლევან ჭოჭუა რეზერვში პირველად 2007 წელს გამოიძახეს 18 დღით, შემდეგ 2008 წლის ზაფხულში 8 დღით, მესამედ – 8 აგვისტოს. იგი ერთ-ერთი იყო იმ შვიდი რეზერვისტიდან, ვინც სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა აგვისტოს ომის დროს, როცა რუსეთმა სენაკის ბაზა დაბომბა. ლევან ჭოჭუა მეომარი არ ყოფილა, ის მხოლოდ რეზერვისტი იყო – 22 წლის სტუდენტი ბიჭი. 2022 წლის სექტემბერში, ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლების ერთ-ერთ  ქუჩას მიენიჭა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ჭოჭუას სახელი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.57-58

Awards and Honors

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: