The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკა ყალაბეგიშვილი

ნიკა ყალაბეგიშვილი
დაბადების თარიღი:ნოემბერი, 1989
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (18 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის ნოემბერიდან მსახურობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერაყის საერთაშორისო მისიაში წასასვლელად ემზადებოდა. ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო, ნოემბერში 19 წლის უნდა გამხდარიყო. დაიღუპა ზემო ნიქოზში. მის ცხედარს დნმ-ის პასუხის თანახმად, ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.85

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: