The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ბაბუციძე

ილია ბაბუციძე
დაბადების თარიღი:1982
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო აჩაბეთი, ქურთის მუნიციპალიტეტი.

კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ 4 წელი ქალაქ ხმელნიცკში, უკრაინის სასაზღვრო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გირევში, ახმეტის მუნიციპალიტეტში გაანაწილეს, მსახურობდა ლაგოდეხშიც. შემდეგ  თავდაცვაში გადავიდა. მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა, ბათუმში, ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსად. ბოლოს მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონში იყო. ილია ბაბუციძე 9 აგვისტოს ორჯერ შევიდა ცხინვალში – დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა თანამებრძოლებთან ერთად – ცხინვალის სამხრეთით, ნიქოზის მხარეს, ე.წ. შანხაის ტერიტორიაზე, მტერს მშენებარე სახლში ასეული ჰყავდა ალყაში. ალყა გაარღვიეს, სნაიპერმა არტერია დაუზიანა. ილია ბაბუციძე 9 აგვისტოსვე გადმოასვენეს გორში. 2008 წელს, მარილისის ქუჩას თბილისში, ილია ბაბუციძის სახელი ეწოდა. უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.93-94

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: