Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ გზირიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. იარცევო, სმოლენსკის ოლქი (რუსეთი). მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერაყის საერთაშორისო მისიაში წასასვლელად ემზადებოდა. იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეტყვიამფრქვევე. ვახტანგ გზირიშვილი 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ, მარინა გზირიშვილმა, შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩამოაყალიბა – "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი". ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა. 2020 წლის აგვისტოში თბილისში, სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.97-98 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |