შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. იარცევო, სმოლენსკის ოლქი (რუსეთი). მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე ერაყის საერთაშორისო მისიაში წასასვლელად ემზადებოდა. იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეტყვიამფრქვევე. ვახტანგ გზირიშვილი 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. დედამ, მარინა გზირიშვილმა, შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩამოაყალიბა – "ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი". ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა. 2020 წლის აგვისტოში თბილისში, სამგორის რაიონში, ომში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.97-98 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |