The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერმილე ჩიმაკაძე (მღვდელი)

ერმილე ჩიმაკაძე
Date of birth:1870  (155 years)
Date of death:19??
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

მამა ერმილე ჩიმაკაძე მღვდლის ოჯახში დაიბადა. საქართველოში მიღებული განათლების მერე სწავლა საბერძნეთში, სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1900-იანი წლების დასაწყისში მღვდლად აკურთხეს, მსახურობდა აფხაზეთში. 1918 წელს კი სამეგრელოში მოღვაწეობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირთა დევნა. მამა ერმილეც რამდენჯერმე დაიბარეს და მოსთხოვეს, მღვდლობისთვის თავი დაენებებინა რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. კომუნისტებმა ეკლესია და მამა ერმილეს სახლი რამდენჯერმე სასტიკად დაარბიეს. ერთ-ერთი დარბევისას მათ დაწვეს მამა ერმილეს კუთვნილი უნიკალური წიგნები და ხატები, რამლებიც მან საბერძნეთიდან ჩამოიტანა. დაუწვეს სახლი, საიდანაც ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გამოყვანა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. გარდაიცვალა წამების დროს.

წყარო: გული ქრისტესთვის განმზადებული / შემდგ.-გამომც. დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე. თბ., 2007; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


Share: