Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ლიპარტია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი რუხი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) სატყეო-ტექნიკური აკადემიის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1972 წელს. 1973–1987წწ. მუშაობდა საქართველოს "ენგურჰესმშენის" სამრეწველო-საწარმოთა გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1987–2007წწ. აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე; 2000–2006წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს საბაჟო აკადემიაში; 2007–2013წწ. ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტში ( ამჟამად – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 2002–2007წწ. იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება შპს "აესას" რექტორი. 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსოტეტის სრული პროფესორია. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პრობლემების კვლევას. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2000). ინჟინერ-ეკონომისტი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; პროფესორი ზურაბ ლიპარტია 70 წლისაა // ბიზნესი და კანონმდებლობა.-თბ.,2017.-N4.-გვ.10-12; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.378-379 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |