The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლერი ლაგურაშვილი

ლერი ლაგურაშვილი
Date of birth:1976
Date of death:20 August, 2008  (at 32 years)
Burial location:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Military Person, Hero of Georgia

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2002 წელს.

მუშაობდა საჩხერის სამთო მსროლელთა ბატალიონის მთავარ ექიმად. ეს ბატალიონი შემდეგ ქუთაისში გადავიდა და 2005 წელს საერთაშორისო-სამხედრო მისიით ერაყში წავიდა. ერაყიდან დაბრუნების შემდეგ სამთო მსროლელთა ბატალიონი სენაკის ბაზაზე გაამწესეს, მეორე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ბატალიონად და ლერი ლაგურაშვილმაც ამავე ბატალიონის მთავარ ექიმად დაიწყო მუშაობა, 2008 წლის სექტემბერში უკვე გერმანიაში უნდა წასულიყო 2 წლით სასწავლებლად. ომი რომ დაიწყო, თავდაცვის აკადემიაში გერმანულ ენაში მოსამზადებელ კურსებს გადიოდა. გარდაიცვალა დაბომბვის დროს მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, ოპერაციიდან მეტერთმეტე დღეს. ცხინვალის მისადგომებთან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ბრძოლის ველიდან გამოყავდა. 9 აგვისტოს ერთ-ერთი დაჭრილი გორის ჰოსპიტალში გადაყავდა, როდესაც მის მანქანას ჭურვი მოხვდა. ლერი ლაგურაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა და 20 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი სახელი 2009 მუხიანის სამხედრო დასახლებაში იმ უსახელო ქუჩას მიენიჭა, სადაც თავად მეომარი ცხოვრობდა. კაპიტანი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.109-111

Awards and Honors

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - მე­და­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის" (III ხარისხი, გარდაცვალების შემდეგ)

Share: