შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კრისტიანე ლიხტენფელდი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნოიშტეტენი, გერმანია (ახლანდელი შჩეცინი, პოლონეთი). დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სლავისტიკის ფაკულტეტი. თარგმნის რუსული, პოლონური, ქართული ენებიდან. გერმანულ ენაზე ნათარგმნი აქვს: მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" (1986, 1991), ო. ჭილაძის "რკინის თეატრი" (1988), "აველუმი" (1998), ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!" (1996), თ. ჭილაძის "სამოთხის კვარტეტი" (რადიოპიესა, 1996, 2000). მან ნომინაციაში – ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – 2015 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა" ო. ჭილაძის რომანის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" გერმანული თარგმანისათვის. გერმანელი სლავისტი და მთარგმნელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |