შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ღვინიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახარაძე, გურჯაანის რაიონი. კაჭრეთის ლიცეუმის დამთავრების შემდეგ კერამიკის საამქროში დაიწყო მუშაობა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, მსახურობდა ვაზიანის სამხედრო ნაწილში, ჯარში სამსახური კონტრაქტით გააგრძელა. მოკვლევის მიხედვით, 8 აგვისტოს სოფელ ხეთაგუროვში იყო. 9 აგვისტოს, ცხინვალში "შანხაის" ტერიტორიაზე, ორმხრივი ცეცხლის დროს გმირულად დაიღუპა. სოსო ღვინიაშვილის სახელობისაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა, 2003 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სამგორის რაიონში მისი სახელი მიენიჭა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.119-120 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |