The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ კალანდაძე

ნუგზარ კალანდაძე
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1989
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 2010  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი; ბავშვობიდან სამხედრო შემართებით იზრდებოდა; სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი; 2008 წლის მოვლენების დროს კოდორში იმყოფებოდა; სამხედრო მომზადება და წვრთნები გერმანიაში გაიარა; 2010 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა; სამხედრო დავალების შესრულების დროს თავის ქართველ თანამებრძოლთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. კაპრალი.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.302-303

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: