შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კოლხიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სამშობლოს სამსახურში ყოფნის გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიიღო. თავიდან ქართული არმიის რიგებში 33-ე ბატალიონში ჩაირიცხა. იმხანად ავღანეთში წასასვლელად 31 ბატალიონი ემზადებოდა, გ. კოლხიტაშვილი კი 33-ში ირიცხებოდა. ახალგაზრდა, სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთში წასასვლელად ენერგია და მონდომება არ დაიშურა, სპეციალური მომზადების კურსები საკუთარი სურვილით გაიარა, ყველა გამოცდას წარმატებით გაუძლო, 31-ე ბატალიონში გადავიდა. 2010 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა. სამხედრო დავალების შესრულების დროს თავის ქართველ თანამებრძოლთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.303-304 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |