The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კოლხიტაშვილი

გიორგი კოლხიტაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1989
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 2010  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სამშობლოს სამსახურში ყოფნის გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიიღო. თავიდან ქართული არმიის რიგებში 33-ე ბატალიონში ჩაირიცხა. იმხანად ავღანეთში წასასვლელად 31 ბატალიონი ემზადებოდა, გ. კოლხიტაშვილი კი 33-ში ირიცხებოდა. ახალგაზრდა, სამხედრო მოსამსახურემ ავღანეთში წასასვლელად ენერგია და მონდომება არ დაიშურა, სპეციალური მომზადების კურსები საკუთარი სურვილით გაიარა, ყველა გამოცდას წარმატებით გაუძლო, 31-ე ბატალიონში გადავიდა. 2010 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში გაემგზავრა. სამხედრო დავალების შესრულების დროს თავის ქართველ თანამებრძოლთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. კაპრალი.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.303-304

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ )
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: