The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მოსე კაკუშაძე (დეკანოზი)

Date of birth:18??
Date of death:19??
Burial location:სოფელ პატრიკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის კარიბჭე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
Category:Public Man, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, (ყოფილი ქუთაისის მაზრა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

მოსე კაკუშაძეს კარგი საერო განათლება ჰქონდა, გიმნაზიაში ნასწავლი ენების გარდა კარგად ფლობდა რუსულსა და გერმანულ ენებს, ეწეოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას. იმ დროს გავრცელებულმა სახადმა მოსეს ოჯახიდან ჯერ მისი მშობლები და მერე თოთხმეტიდან შვიდი შვილი შეიწირა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება და თავი ღვთის სამსახურს მიუძღვნა. 1900 წელს მოსე კაკუშაძე მღვდლად აკურთხეს, იგი სამი სოფლის თემს ხელმძღვანელობდა და მრევლის საერო განათლებაზეც ზრუნავდა. საცხოვრებელ სახლთან გახსნილი ჰქონდა ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ამეცადინებდა მრევლს. 1902-1905 წლებში მოსე მათეს ძე კაკუშაძე ხონის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო. დეკანოზი მოსე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკებს, 1924 წელს, თავის უფროს ვაჟთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გამოსვლებში. 1918 წელს გაზეთ "სოციალ-დემოკრატში" გამოქვეყნდა მოსე კაკუშაძის წერილი სათაურით "გაახლებთ, რა ამ წერილს, უმორჩილესათ ვსთხოვ რედქციას", სადაც ავტორი წერდა, რომ აპირებდა სამედიატორო სასამართლოში ჩივილს იმ პირებისადმი (კონსტანტინე ჭიჭინაძე, სერაფიონ ნამჩავაძე, მაქსიმე კაკუშაძე), რომლებიც ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის შელახვას (ყოველდღიური სოციალ-დემოკრატიული გაზეთი // ქუთაისი,1918.-18 იანავარი.-N 236.-გვ.4). ბოლშევიკებმა შური მასზე მაშინ იძიეს, როცა მოსეს ოჯახს სახადმა კვლავ დარია ხელი-"უებარი წამალი" (საწამლავი) შეუგზავნეს მარქსისტულად განწყობილი აფთიაქარის ხელით, თანაც აფთიაქარი გააფრთხილეს, რომ "წამალი" მხოლოდ დეკანოზისთვის მიეცა. საწამლავის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დეკანოზი მოსე კაკუშაძე გარდაიცვალა. 

წყარო: დეკანოზი მოსე კაკუშაძე : ცხოვრება და მოღვაწეობა / ალექსანდრე ცანავა // საპატრიარქოს უწყებანი.-2003.- N37(245).-გვ.17; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


Share: