Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან დევდარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზესხო, ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2008 წელს. ბავშობაში ვარჯიშობდა კარატესა და კინგ-ბოქსინგში, ჰქონდა გარკვეული სპორტული მიღწევები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, 2007 წლის გაზაფხულზე, სამხედრო კომისარიატს თვითონ მიაკითხა - მეოთხე ქვეითი ბრიგადისთვის გამოცხადდა მიღება და ლევან დევდარიანმაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც კონტრაქტით დაიწყო სამსახური; იყო სპეცდანიშნულების სწრაფი რეაგირების ბატალიონში. დაიღუპა ცხინვალში. ლევან დევდარიანის სახელობისაა გარდაბნის N1 საჯარო სკოლა, თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.139-140; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |