The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა კვაჭანტირაძე

ინგა კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1994 წელს.

1985-1988წწ. - სახელმწიფო არბიტრაჟი, საქმის მწარმოებელი; 1995-1997წწ. - თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორი; 1997-1999წწ. - იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის განყოფილების წამყვანი კონსულტანტი, სახელმწიფო ნებართვათა განყოფილების უფროსი; 1999-2000წწ. -  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, მოსამართლის თანაშემწე; 2000-2003წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს იურისტი, წამყვანი იურისტი, უფროსი იურისტი; 2003-2005წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლიდან (უფლებამოსილების ახალი ვადით) 2019 წლის დეკემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის დეკემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: